1770671781
Reuters: ტრამპი ჩინეთს აპრილის პირველ კვირაში ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით აპრილის პირველ კვირაში ეწვევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ჩინეთში თეთრი სახლის ლიდერი პრეზიდენტ, სი ძინპინთან მოლაპარაკებებს გამართავს. მოსალოდნელია, რომ პეკინში ჩინეთ-აშშ-ის სამიტიც გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ტრამპმა და სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რა დროსაც მომავალი ვიზიტი განიხილეს.
ბოლოს ტრამპი ჩინეთს 2017 წლის ნოემბერში, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სტუმრობდა.












