Reuters: თეირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

თეირანი

თეირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ბაზის ტერიტორიაზე არსებულ სადურგლოს მოედო. ოფიციალური წყაროების ცნობით ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

ინფორმაცია დაშვებულების შესახებ არ გავრცელებულა. მომხდარის მიზეზი არ კონკრეტდება, თუმცა მედიაში ვრცელდება ვარაუდი, რომ ხანძარი შესაძლოა აფეთქებამ გამოიწვია.