ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც თეთრი სახლის წარმომადგენელმა ღამით დაადასტურა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში დაგეგმილ ვიზიტზე უარი თქვა.
როგორც სააგენტო იუწყება, ვენსის შეხვედრა ირანელ მომლაპარაკებლებთან პარასკევს უნდა გამართულიყო და მიზნად ისახავდა თეირანსა და ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელებაზე დიალოგის დაწყებას, რომელიც ომის დასრულებას უკავშირდება.