თქვენს მიერ არჩეული სურათი ბავშვობის ტრავმას გამოავლენს - ფსიქოლოგიური ტესტი
1762094261
შეერთებული შტატები კარიბის ზღვაში, ცივი ომის პერიოდის სამხედრო-საზღვაო ბაზის მოდერნიზებას შეუდგა, - წერს Reuters-ი და აღნიშნავს, რომ ეს ვენესუელაში სამხედრო ოპერაციისთვის მზადებაზე შეიძლება მიანიშნებდეს.
სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება პუერტო-რიკოში მდებარე სამხედრო საზღვაო ბაზას, რუზველტ-როუდს, სადაც სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყო.
ამასთან, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა პუერტო-რიკოსა და ამერიკის ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე სამოქალაქო აეროდრომებზეც მიმდინარეობს.
აგვისტოდან აშშ-მა რეგიონში სულ მცირე 13 სამხედრო გემი, 5 დამხმარე ხომალდი და ატომური წყალქვეშა ნავი გადაისროლა. იზრდება ამერიკული სამხედრო ავიაციის რაოდენობაც.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელას ნარკოტრაფიკთან არასაკმარის ბრძოლაში ადანაშაულებს. სექტემბრიდან აშშ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს ვენესუელურ გემებზე, რომლებსაც, ვაშინგტონის მტკიცებით, ნარკოტიკები გადააქვთ.