„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა
1794207930
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტი ყარაბაღს აზერბაიჯანის „გამარჯვების დღესთან” დაკავშირებით სტუმრობს, რომელსაც ქვეყანა ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების შემდეგ აღნიშნავს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ქალაქ შუშაში გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღო. შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებები გაკეთდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქალაქ ხოჯალიში ხოჯალის გენოციდის მემორიალსაც ეწვივნენ.