„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა
1794207930
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მიმართავს.
„გვსურს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ვაცნობოთ, რომ ვინმე გიორგი გულიაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მიერ მხილებული იყო, როგორც თვითმარქვია სასულიერო პირი (იხ: https://www.facebook.com/share/p/19uPA6Yvud/ ) ამჯერად თავს აცხადებს „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქოს“ „მღვდელმსახურად“.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება კადრები, სადაც აღნიშნული პიროვნება ასრულებს „მღვდელმოქმედებას“.
„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – კიევის საპატრიარქო“ წარმოადგენს უკრაინაში მოქმედ სქიზმატურ დაჯგუფებას, რომელსაც არ აღიარებს არცერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
აღნიშნულ დაჯგუფებას ემიჯნება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალურად აღიარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაც, რომლის ოფიციალური განმარტებით, ე.წ . კიევის საპატრიარქოს დამოუკიდებელი არსებობა კანონიკურად უსაფუძვლოა. შესაბამისად, მართლმადიდებლურ საეკლესიო სივრცეში არაფერს ნიშნავს მათ მიერ შესრულებული ნებისმიერი ხელდასხმა, ცხადია, არც ზემოთ აღნიშნული პიროვნებისა.
ასე რომ, გიორგი გულიაშვილის მიერ ჩატარებული ყველა „მღვდელმოქმედება“ ასევე არაკანონიკურია და მოკლებულია რაიმე აღიარებას ან ძალმოსილებას.