ვერიკო ტურაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1770291587
ირანის საკითხთან დაკავშირებით პროცესი ცოცხალია და არ შეწყვეტილა, დიალოგისა და დიპლომატიისთვის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს, – ამის შესახებ თურქეთს პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი ეწინააღმდეგება ირანში ინტერვენციას და არ სურს რეგიონში ახალი კონფლიქტი და ქაოსი.
„მე მჯერა, რომ დაბალი დონის შეხვედრებზე პროგრესის მიღწევის შემდეგ, ლიდერების დონეზე მოლაპარაკებებიც სასარგებლო იქნება. მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების მაგიდა როგორმე შეიქმნას გაზრდილი სამხედრო დაძაბულობის გათვალისწინებით. ვიმედოვნებთ, პრობლემები დიალოგის გზით მოგვარდება და ჩვენს რეგიონში ახალი კონფლიქტი არ დაიწყება. ჩვენ ვმუშაობთ მოლაპარაკებების საფუძვლის გასაძლიერებლად, როგორც ლიდერთა დიპლომატიის, ასევე სხვა დონეზე შეხვედრების გზით. პირველ რიგში, ჩვენ არ გვინდა ახალი ომი ჩვენს რეგიონში. მე ამას ყოველთვის ნათლად ვაცხადებდი და კვლავ ვამბობ. რა თქმა უნდა, საუდის არაბეთზეც მოქმედებს ამ რეგიონში არსებული კონფლიქტები. მათაც სურთ, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობამ, სიმშვიდემ და საღმა აზრმა გაიმარჯვოს. ჩვენი მგრძნობელობა, როგორც წესი, ემთხვევა ერთმანეთს. ყველამ იცის, რომ ჩვენს რეგიონში სრულად დამყარებული მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა ყველას სარგებელს მოუტანს. კონფლიქტებით, სისხლისღვრითა და ცრემლებით დომინირებულ გეოგრაფიაში ყველა აუცილებლად წააგებს. ამიტომ, ყველასთვის ყველაზე რაციონალური ვარიანტია მშვიდობის მხარეს დავდგეთ. მე მჯერა, რომ რეგიონის ქვეყნებმა ეს ნათლად დაინახეს ბოლო წლების კონფლიქტური პროცესებიდან და მხარს უჭერენ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.