ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია
1770305479
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს რუსეთთან თანამშრომლობას გარკვეულ სფეროებში, რადგან ეს არ ეწინააღმდეგება ამერიკის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით.
„ასე რომ, როდესაც ადამიანები ამბობენ: თქვენ ვერ ითანამშრომლებთ პუტინთან ვერცერთ საკითხზე, რადგან არ ეთანხმებით უკრაინაში შეჭრას — პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა: პუტინი არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში. ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ, რათა ეს ყველაფერი დასრულდეს, თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს თანამშრომლობის გარკვეული სფეროებიც [რუსეთსა და აშშ-ს შორის]“, - განაცხადა ვენსმა ჟურნალისტ მეგან კელისთან ინტერვიუში.
ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ შესაძლოა ბევრ საკითხში არ ეთანხმებოდეს რუსეთს, თუმცა ეს არ გამორიცხავს ორმხრივ თანამშრომლობას.
„მისი [ტრამპის] მიდგომა ასეთია: ჩვენ ალიანსების მომხრე ვართ. შეიძლება არსებობდეს ქვეყანა, რომელთანაც ჩვენი ინტერესები 90%-ით ემთხვევა, თუმცა საკითხების 10%-ში აზრთა სხვაობა გვქონდეს. ამავდროულად, შესაძლოა რუსეთს ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე ვთანხმდებოდეთ. და მე ვფიქრობ, რომ ეს ფუნდამენტური რეორიენტაციაა“, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.