რა ვიდეო გაავრცელა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სინდი კროუფორდის შვილმა - საქმის ახალი დეტალები

სინდი კროუფორდის შვილ

სუპერმოდელ სინდი კროუფორდის 27 წლის შვილის, პრესლი გერბერის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება. TMZ-მ გაავრცელა ვიდეო, რომელიც გერბერის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, სანტა მონიკაში მდებარე Resolutions Living-შია გადაღებული. კადრებში ის საძინებელსა და ცენტრის სხვა სივრცეებს აჩვენებს.

TMZ-ის ცნობით, გერბერი ცენტრში 19 სექტემბერს, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მივიდა. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მისმა ფხიზელმა ქოუჩმა დაწესებულებას წინასწარ შეატყობინა მისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა ცენტრმა მისი მიღება მაინც გადაწყვიტა.

მოგვიანებით, გავრცელებული ცნობით, თანამშრომელი, რომელმაც მიღებაზე გადაწყვეტილება მიიღო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მეორე დილით გერბერი ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. პოლიცია მის გარდაცვალებას სავარაუდო ზედოზირებად იძიებს, თუმცა ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებს ელოდებიან.

პრესლი გერბერი წლების განმავლობაში ღიად საუბრობდა დამოკიდებულებასთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლაზე.

მისი ოჯახი ტრაგედიის შემდეგ მედიისგან პირადი სივრცის დაცვას ითხოვს.

 

✕