1733258119
რა უნდა გააკეთოთ, თუ შუაღამით გეღვიძებათ და ვეღარ იძინებთ - ექიმი გირჩევთ
თუ შუაღამით გაურკვეველ საათებში გეღვიძებათ, ეს სტატია თქვენთვისაა.
ექსპერტმა ისაუბრა, თუ რა არის ღამით გამოღვიძების მიზეზი.
მან განმარტა, რომ დილის ადრეულ საათებში გაღვიძება შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში შაქრის (ან გლუკოზის) დონის ცვალებადობით.
თუ ეს დონე ეცემა, ეს იწვევს სტრესის ჰორმონების კორტიზოლის და ადრენალინის გამოყოფას სხეულში.
„ადამიანთა უმეტესობისთვის, ვინც იღვიძებს დილის 3-დან 5 საათამდე და ვეღარ იძინებს, ეს ჩვეულებრივ ხდება სისხლში შაქრის შემცირების გამო“,- განმარტა ექიმმა.
კვლევებმა აჩვენა, რომ ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება გაზარდოს ამ ჰორმონების დონე - რაც გავლენას ახდენს თქვენს ძილზე.
რა არის პრობლემის გამოსავალი?
ექიმი გირჩევთ, დაძინებამდე მიიღოთ მცირე საკვები, რომელიც შედგება „ნედლი თაფლისგან, კოლაგენისგან, MCT ზეთისგან, ან სამივე ერთმანეთში აურიოთ“.
MCT ზეთი შედგება ცხიმის ტიპისაგან, რომელიც ასევე გვხვდება ქოქოსის ზეთში. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ პროდუქტებს შეუძლიათ უზრუნველყონ მდგრადი ენერგია სისხლში შაქრის ვარდნის გარეშე, რომლის თავიდან აცილებასაც ჩვენ ვცდილობთ.