1733258119
რა საიდუმლოს მალავს პრინცი ჰარის შავი ბეჭედი
ბოლო პერიოდში პრინცი ჰარის მრავალი ფოტო გავრცელდა, სადაც სასექსის ჰერცოგს მარჯვენა ხელის არა თითზე შავი ბეჭედი უკეთია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
თავდაპირველად ბეჭედი აღიქმებოდა, როგორც ჩვეულებრივი აქსესუარი, მოგვიანებით კი გაირკვა საიდუმლო, რომელსაც ეს შავი ბეჭედი მალავს.
შავი ბეჭედი არის ტიტანის გაჯეტი, რომელიც მფლობელის პულსს, ნაბიჯების რაოდენობას და დღის განმავლობაში აქტივობას ითვლის და შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით სმარტფონს გადასცემს. მფლობელს კი შეუძლია მისი ჯანმრთელობა ამ გზით აკონტროლოს. შავი ტიტანის ბეჭედი-გაჯეტი ფინურ კომპანია Oura Health-ს ეკუთვნის - მისი ღირებულება 300 დოლარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
უნგრელმა ქალმა, რომელიც 2 საშვილოსნოთი და 2 ვაგინით დაიბადა, ბავშვის გაჩენა შეძლო
„ბარბის ბოტოქსს“ სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს - ექიმები შეშფოთებულები არიან