რა არის ახალი მაკაკა პანჩიზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ინტერნეტის ვარსკვლავი იყო

მაიმუნი პანჩი

პანჩი  იაპონიის ქალაქ იჩიკავას ზოოპარკის პატარა იაპონური მაკაკაა, რომელიც 2026 წლის დასაწყისში მთელ მსოფლიოში ინტერნეტ-სენსაციად იქცა.

პანჩი დაბადებისთანავე დედამ მიატოვა. გამოწვეული სტრესის შესამცირებლად, ზოოპარკის მომვლელებმა მას IKEA-ს ნარინჯისფერი ორანგუტანის რბილი სათამაშო მისცეს. პანჩი სათამაშოს დედასავით ჩაეხუტა და ყველგან თან ატარებდა. ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტოებმა და ვიდეოებმა მილიონობით ადამიანის გული მოიგო.

პანჩის პოპულარობამ იმდენად იმატა, რომ IKEA-მ ზოოპარკს ათობით სათამაშო გადასცა, Google-მა მისთვის სპეციალური ანიმაცია (Easter Egg) შექმნა, ხოლოს მის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მუსიკლიც კი შეიქმნა.

ზოოპარკის მომვლელების ძალისხმევით, პანჩიმ ნელ-ნელა დაიწყო სხვა მაკაკებთან შეგუება. ის უკვე ნაკლებად არის დამოკიდებული რბილ სათამაშოზე და ზრდასრულ მაკაკებთან სოციალიზაციას გადის.მაისში ზოოპარკში უსიამოვნო შემთხვევა მოხდა - ორმა პირმა კრიპტოვალუტის რეკლამირების მიზნით პანჩის ვოლიერში უკანონოდ შეაღწია. პანჩი არ დაშავებულა, თუმცა ზოოპარკმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.ზოოპარკმა შეცვალა მიდგომა, რათა პანჩი ადამიანებს ზედმეტად არ მიეჩვიოს და სრულფასოვან მაკაკად გაიზარდოს, რის გამოც მომვლელები მასთან ფიზიკურ კონტაქტს მაქსიმალურად ზღუდავენ.დღესდღეობით პანჩი ჯანმრთელად არის და აგრძელებს ზოოპარკის მაკაკების გუნდში დამკვიდრებას.