დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება... - ახალი რეგულაცია 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
1788036274
ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ისლანდიაში 29 აგვისტოს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები გამოქვეყნდა - ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი თქვა.
წინასწარი საბოლოო შედეგებით, 52.5%-მა წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 47.5%-მა — მხარი დაუჭირა.
ისლანდიის მთავრობის ოფიციალური განმარტებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში ბრიუსელთან მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყებოდა, ხოლო საბოლოო წევრობაზე გადაწყვეტილება მოგვიანებით, ცალკე რეფერენდუმით მიიღებოდა.
კუნძულოვანმა სახელმწიფომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ჯერ კიდევ 2009 წელს, ფინანსური კრიზისისა და ისლანდიის საბანკო სისტემის კოლაფსის შემდეგ დაიწყო, თუმცა მოლაპარაკების პროცესი მთავრობამ 2013 წელს შეაჩერა.