1775204481
ქუვეითში აცხადებენ, რომ ირანი ქვეყნის ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარების ქარხანას თავს დაესხა
ირანმა თავდასხმა განახორციელა ქუვეითში ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარების ქარხანაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ქუვეითის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქარხნის ზოგიერთი კომპონენტი „მატერიალურად დაზიანდა“. საგანგებო სიტუაციების ჯგუფებმა ადგილზე მუშაობა „დაუყოვნებლივ“ დაიწყეს.
„ელექტროენერგიისა და წყლის სისტემის უსაფრთხოება და სტაბილურობა უმთავრესი პრიორიტეტია“, – აღნიშნულია ქუვეითის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











