რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
სამხრეთ საფრანგეთის ერთ-ერთი მუზეუმიდან პიერ-ოგიუსტ რენუარის ნამუშევრების ქურდებმა გაქცევისას ბაღში ორი ნახატი მიატოვეს. გაზეთი Nice-Matin წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქურდებმა ცნობილი იმპრესიონისტის კიდევ ორი ნამუშევარი მიითვისეს.
ქურდებთან რჩება ორი ნახატი - „მადამ კოლონა რომანოს პორტრეტი“ და „ახალგაზრდა ქალი ჭასთან“. ორივე ნამუშევარი პარიზის ორსეს მუზეუმს ეკუთვნის და დროებით კან-სიურ-მერში იყო გამოფენილი. მოპარული ნახატების ღირებულება არ გახმაურებულა. ძარცვა კოტ-დ'აზურზე, კან-სიურ-მერში, რენუარის მუზეუმში მოხდა. ქურდებმა ბაღის ღობე გაჭრეს, შენობაში შევიდნენ და კედლებიდან ოთხი ნახატი ამოიღეს. განგაში ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5:48 საათზე ჩაირთო. პოლიცია დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ მივიდა, რის გამოც ქურდები იძულებულნი გახდნენ, შენობიდან გაქცეულიყვნენ.