1748899723
"ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია, სრულყოფილი, იმედიანი სიყვარულის" - რომის პაპი

რომის პაპმა ქორწინების საიდუმლოზე იქადაგა. ლეო მეთოთხმეტე აცხადებს, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია.
პონტიფიკოსმა კვირის წირვაზე თანამედროვე ოჯახების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
"ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია: სრულყოფილი, იმედიანი, ნაყოფიერი სიყვარულის. ის ერთ ხორცად გაქცევთ, იგივე სიყვარული გხდით ღვთის ხატად, გაძლევთ სიცოცხლის დაბადების უნარს. მართალია, ზოგჯერ ამას კაცობრიობა ღალატობს. მაგალითად, როდესაც თავისუფლებას იყენებენ არა სიცოცხლის მისაცემად, არამედ მის წასართმევად. არა დახმარებისთვის, არამედ შეურაცხყოფისთვის. თუმცა, ბოროტების, წინააღმდეგობისა და მკვლელობების ფონზეც კი, იესო ლოცულობს ჩვენთვის", - აღნიშნა პაპმა ქადაგებისას.