ქმრის ინტიმურ კავშირს საყვარელთან ფარული კამერით  იღებდა და ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში აქვეყნებდა

ჩინეთი

ჩინეთში მცხოვრები ქალი  ქმრის ინტიმურ კავშირს საყვარელთან ფარული კამერით  იღებდა და ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში აქვეყნებდა. ინფორმაციას ამის შესახებ South China Morning Post აქვეყნებს

2023 წლის აგვისტოში ქალმა, გვარად ვანგმა იმ ადგილას, სადაც ის ცოლიან კაცს ხვდებოდა, ფარული კამერა აღმოაჩინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა,  მამაკაცის მეუღლემ, გვარად ლითმა ნათესავების დახმარებით სახლში კამერა დაამონტაჟა.

ის ქმრისა და საყვარლის ინტიმურ კავშირს იღებდა და  ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში აქვეყნებდა.

ამ ამბის გაგების შემდეგ ვანგმა ლის სასამართლოში უჩივლა და ჩანაწერების წაშლა მოითხოვა. 

სასამართლოს გადაწყვეტილება ასეთი იყო - მოსამართლემ განაცხადა, რომ ლიმ ვანგის უფლებები დაარღვია და ინტიმური ჩანაწერების წაშლა მოითხოვა.

სასამართლომ ვანგს კომპენსაციის მიღებაზე უარი უთხრა, რადგან ის არაკეთილსინდისიერად მოიქცა და დაქორწინებულ მამაკაცთან შეგნებულად დაამყარა კავშირი. 

.