QatarEnergy-ი თავდასხმების გამო თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებას აჩერებს

QatarEnergy

კომპანია QatarEnergy-მ დღეს განაცხადა, რომ ინდუსტრიულ ქალაქ რას-ლაფანში და მესაიდში მის საწარმოო ობიექტებზე სამხედრო თავდასხმების გამო, თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"QatarEnergy-მ შეწყვიტა თხევადი ბუნებრივი აირის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების წარმოება", - ნათქვამია განცხადებაში.