დუბაიდან ფრენებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1772468890
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ირანელებს მოუწოდა, ისარგებლონ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობით, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ომის მიზანი თეირანის მთავრობის დამხობა არ არის.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ირანელი ხალხი ისარგებლებს ამ წარმოუდგენელი შესაძლებლობით“, - განაცხადა ჰეგსეტმა ორშაბათს, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე. „პრეზიდენტი ტრამპი მკაფიო იყო - ახლა თქვენი დროა“.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ირანელი ხალხის ძალიან დიდი ნაწილი ცვლილებებს ითხოვდა“, - დასძინა მან და მიუთითა იმ პროტესტებზე, რომლებმაც მიმდინარე წლის დასაწყისში მთელი ირანი მოიცვა. „ახლა მათი მომენტია, რომ ამით ისარგებლონ“.
ჰეგსეტმა ასევე აღნიშნა, რომ „ეს არ არის ე.წ. რეჟიმის შეცვლის ომი, თუმცა რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა და მსოფლიო ამით მხოლოდ უკეთესი გახდა“.