„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი.
თავდასხმა პაჰალგამის მთავარი გზის მიმდებარედ ბაისარანში მოხდა, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია.
„თავდასხმაში, სავარაუდოდ, 2 ან 3 „ბოევიკი“ მონაწილეობდა“, - წერს მედიასაშუალება.
მომხდარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.