შეფერხება მეტროს პირველ ხაზზე - რა ვითარებაა ახლა
1770184740
პორტუგალიას და ესპანეთში ახალი შტორმის საფრთხე დგას, რომელიც ამ ქვეყნებს კიდევ უფრო მეტი წყალდიდობითა და ნგრევით ემუქრება. ინფორმაციას reuters-იავრცელებს.
პორტუგალიის ზღვისა და ატმოსფეროს ინსტიტუტი (IPMA) ვარაუდობს, რომ ახალი შტორმი, სახელწოდებით „ლეონარდო“, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით პორტუგალიის მატერიკულ ნაწილს და ოთხშაბათს ესპანეთს დაატყდება თავს.
აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, სასიკვდილო შტორმმა "კრისტინმა“ სახლები, ქარხნები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
ბოლო თვეების განმავლობაში, პირენეის ნახევარკუნძულს ქარიშხლების სერია დაატყდა თავს, რამაც ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი, თოვლი და ძლიერი ქარი გამოიწვია, ხოლო სამხრეთ ესპანეთში, ზოგიერთი მაცხოვრებლის თქმით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე წვიმიანი ზამთარი იყო.
IPMA-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი „ლეონარდო“ გრძელვადიან და ზოგჯერ ძლიერ ნალექს გამოიწვევს, ქარის ნაკადები ცენტრალურ პორტუგალიაში, კაბო მონდეგოს სამხრეთით, სანაპირო ზოლში 75 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწევს, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 95 კმ/სთ სიჩქარე ექნება.
თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს ნაკადები ნაკლებად ინტენსიური იქნება, ვიდრე გასულ ოთხშაბათს, ქარიშხალი "კრისტინას" მიერ წარმოქმნილი ქარი, რომლის სიჩქარე 200 კმ/სთ აღწევდა. მედია იუწყება, რომ ის პორტუგალიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარი იყო და ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1770146514