უტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა.

რუსული მედიის ცნობით, განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ატომური ობიექტები და მისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ქონება ფედერალურ საკუთრებაში იყოს მიღებული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპერირებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრამდე გაცემული ყველა ნებართვა, ძალაში რჩება რუსეთის კანონების შესაბამისად, ახალი დოკუმენტების გამოცემამდე.

მთავარი სიახლეები