პუტინი: ტრამპის პირდაპირი მოწოდების მიუხედავად, უკრაინა რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმებს არ წყვეტს

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კიევი არ წყვეტს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის მცდელობებს, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირდაპირი მოწოდებისა, თავი შეიკავოს ამისგან.

„ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი არ წყვეტს თავდასხმებს ჩვენს გადამამუშავებელ სიმძლავრეებზე. სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებისა და პირდაპირი თხოვნის მიუხედავად, რომ ეს არ გააკეთონ და თავი შეიკავონ ამ იერიშებისგან, კიევის ხელისუფლება ასეთ რჩევებს არ უსმენს“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სამშაბათს, ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების სტრატეგიისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხთა კომისიის სხდომაზე გააკეთა.

✕