1769975663
პრაღაში პეტრ პაველის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
პრაღაში პრეზიდენტ პეტრ პაველის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა. დემონსტრაცია ლოზუნგით „მხარს ვუჭერთ პრეზიდენტს“ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პირველ პირს საგარეო საქმეთა მინისტრი სერიოზული შედეგებით დაემუქრა, თუკი ის გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ფილიპ ტურეკს არ დანიშნავდა, რომელსაც ნაცისტური სიმბოლოების გამოქვეყნებაში ადანაშაულებენ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მუქარა უარყო და განაცხადა, რომ მიმოწერა პოლიტიკური მოლაპარაკების ნაწილი იყო. ორგანიზატორთა შეფასებით, პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაში 80-90 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათივე თქმით, ანალოგიური დემონსტრაციები 15 თებერვალს ჩეხეთის სხვა ქალაქებშიცაა დაგეგმილი.










