პოლიციამ წონაში დასაკლები პოპულარული პრეპარატის ფალსიფიცირების ფაქტი დაადგინა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი (უცხოეთი)

ფალსიფიცირებული წამლები

უკრაინაში  წონაში დაკლებისთვის განკუთვნილი ფალსიფიცირებული პრეპარატის, Biopatid-ის უკანონო დამზადებისა და გაყიდვის საქმეზე მასშტაბური ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ პროკურატურამ განაცხადა.

გამოძიების მონაცემებით, საუბარია პრეპარატზე, რომლის მოქმედი ნივთიერებაც არის ტირზეპატიდი (tirzepatide). სხვა დეტალებს სამართალდამცველები ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ და აცხადებენ, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Biopatid-ი უკრაინული უწყებების ყურადღების ცენტრში ადრეც მოექცა. იანვარში მედიკამენტების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა პრეპარატ BIOPATID-ის (TIRZEPATIDE), 60 მგ/2 მლ, 9922 სერიის გამოვლენის შესახებ. აღნიშნული საშუალება არ იყო დარეგისტრირებული უკრაინაში და ქვეყანაში ოფიციალურად არ შემოუტანიათ.

მაშინ უწყებამ სრულად აკრძალა მისი გაყიდვა, შენახვა და გამოყენება, რასაც საფუძვლად დაედო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (ინფორმაცია პრეპარატის ფალსიფიცირებული სერიის გამოვლენის თაობაზე.  ამ ეტაპზე 250-ზე მეტი ჩხრეკა უკვე ჩატარდა. მედიკამენტების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ ასეთი პროდუქტის წარმოშობა და შენახვის პირობები უცნობია. ამიტომ შეუძლებელია მისი ხარისხისა და უსაფრთხოების დადასტურება, ხოლო მისი გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ჯანმრთელობას. ამჟამად სამართალდამცველები ადგენენ, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ჩართული ყალბი პრეპარატის წარმოებასა და გავრცელებაში.