„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის კალიფორნიის შტატის სენატორმა, სკოტ უინერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეას სან-ფრანცისკოში ალკატრასის ციხის თავიდან გახსნის შესახებ აბსურდული უწოდა.
როგორც კანონმდებელმა აღნიშნა, ტრამპის იდეა „ერთი შეხედვით, აბსურდულია“. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, დღეს ალკატრასი ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და წელიწადში 1,4 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. თეთრი სახლის ლიდერის მოქმედებებს მან „კანონის უზენაესობაზე ტრამპის ჯვაროსნული ლაშქრობა“ და დემოკრატიის დემონტაჟისკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა.
კალიფორნიის შტატის გუბერნატორის პრესმდივნის, იზი გარდონის განცხადებით, ტრამპის იდეა ყურადღების გადატანას ემსახურება. „როგორც ჩანს, ვაშინგტონში ყურადღების გადატანის კიდევ ერთი დღეა“, - ციტირებს Politico პრესმდივანს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ამჟამად კონგრესმენი კალიფორნიის შტატიდან, ნენსი პელოსი ფიქრობს, რომ ტრამპის წინადადება „არ არის სერიოზული“. უინერის მსგავსად მანაც აღნიშნა, რომ ალკატრასი 60 წელზე მეტია, რაც აღარ არის პენიტენციური დაწესებულება და დღეს პოპულარული ეროვნული პარკის ფუნქციას ასრულებს.
ცნობისთვის, ტრამპმა დღეს ციხეების ფედერალური ბიუროს ალკატრასის რეაბილიტაცია და თავიდან გახსნა დაავალა.