პიტ ჰეგსეტი: მოკავშირეები, რომლებიც კვლავ არ ასრულებენ თავიანთი ვალდებულებების ნაწილს კოლექტიური თავდაცვის წინაშე შესაბამის შედეგებს მიიღებენ

პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ დახმარებას გაუწევს იმ მოკავშირეებს, რომლებიც საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ, ხოლო იმ პარტნიორებს, რომლებიც ამას არ აკეთებენ - დასჯის.

ამის შესახებ მან ოთხშაბათს, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰეგსეტმა გამოყო რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც „სანიმუშო მოკავშირეები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი აშშ-ისგან „განსაკუთრებულ მხარდაჭერას“ მიიღებენ.

ამ სიაში მან ისრაელი, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, ფინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიყვანა.

„მოკავშირეები, რომლებიც ამას არ აკეთებენ - მოკავშირეები, რომლებიც კვლავ არ ასრულებენ თავიანთი ვალდებულებების ნაწილს კოლექტიური თავდაცვის წინაშე შესაბამის შედეგებს მიიღებენ“, - გააფრთხილა ჰეგსეტმა.