პირველ დეკემბერს დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა - ირლანდიური მედია

უკრაინული თვითმფრინავი

პირველ დეკემბერს დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ირლანდიური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დრონების თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან  თვითმფრინავი აეროპორტში დაგეგმილზე რამდენიმე წუთით ადრე დაეშვა.

მომხდარზე  ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ირლანდიის უსაფრთხოების სამსახურებმა დაადგინეს, რომ დრონები დუბლინის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გაუშვეს.

როგორც მედია წერს, ჯერ კიდევ უცნობია, ვინ გაუშვა ისინი და სად იმყოფება ამჟამად უპილოტო საფრენი აპარატები.

„ირლანდიის უსაფრთხოების სამსახურებმა დაადგინეს, რომ დუბლინის აეროპორტში განთავსებული დრონები დიდი, უკიდურესად ძვირად ღირებული და სამხედრო დანიშნულების იყო და ინციდენტი შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ჰიბრიდული თავდასხმა“, – ნათქვამია პოლიციის ანგარიშში.