ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პეტრა ბაირის განცხადებით, ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული პარლამენტი და სახელმწიფო თანასწორია, მიუხედავად მათი ზომისა თუ დემოკრატიული გამოცდილებისა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ისინი ერთი მიზნისთვის - მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად იკრიბებიან.
"როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო: ამ დარბაზში წარმოდგენილ თითოეულ პარლამენტს თავისი მნიშვნელობა აქვს.
პატარა პარლამენტს პატარა ხმა არ აქვს, ხოლო ახალგაზრდა დემოკრატია არ არის მეორეხარისხოვანი პარტნიორი.
ჩვენ ყოველთვის არ ვეთანხმებით ერთმანეთს, თუმცა შეგნებულად ავირჩიეთ ერთ დარბაზში შეკრება და საერთო ენის ძიება, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს ვემსახურებით.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში სამ ძირითად თემას განვიხილავთ. ესენია დემოკრატიული მდგრადობა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა. ეს მოიცავს დეზინფორმაციას, კიბერშეტევებს, უცხოურ ჩარევას არჩევნებში და ჩვენი ღია დებატების მანიპულირების მცდელობებს. ჰიბრიდული საფრთხეები საზღვრებს არ ცნობს და, სხვათა შორის, არც ძლიერ სახელმწიფოებს უვლის გვერდს. ამიტომ, ჩვენი პასუხიც საზღვრებს უნდა გასცდეს", - აცხადებს პეტრა ბაირი.