პეტერ მადიარი – ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი ატომური ელექტროსადგური 2 აგვისტოს მთლიანად შეჩერდება დუნაის წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო

პეტერ მადიარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი ატომური ელექტროსადგური „პაკში“ 2 აგვისტოს მთლიანად შეჩერდება დუნაის წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო.

„დუნაის წყლის დონის შემდგომი ვარდნის გამო ღამის 01:30 საათზე „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის ბოლო მოქმედი ენერგობლოკიც შეჩერდება. ამის შემდეგ ელექტროსადგურის სიმძლავრე მხოლოდ 240 მეგავატს შეადგენს, ხოლო ხვალ, 44 წლის განმავლობაში პირველად, ის სრულად შეწყვეტს მუშაობას“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.

ამავდროულად, „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახურმა უნგრეთის მოსახლეობას უახლოეს დღეებში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით საღამოს პიკის პერიოდში, 17:00-დან 22:00 საათამდე.