ცნობილი ექიმი გარდაიცვალა

რემა ღვამიჩავა

65 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი გარდაიცვალა.
რემა ღვამიჩავამ 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ღვამიჩავა მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
წლების განმავლობაში ის მოღვაწეობდა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1994 წლიდან თსსუ-ის ონკოლოგიის კათედრაზე განაგრძო აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა.
„გარდაიცვალა ჩემი ოქროს მამიკო რემა ღვამიჩავა. პანაშვიდი: 2–3 აგვისტო (მერაბ ალექსიძის 3, ნიკორას კორპუსი, სადარბაზო 1, სართული 14) გასვენება: 4 აგვისტოს, სიონის საკათედრო ტაძრიდან“, – წერს რუსკა ღვამიჩავა სოციალურ ქსელში.

 ექიმის გარდაცვალების გამო სამძიმარი გაავრცელა პრემიერმა.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. სწორედ რემა ღვამიჩავას სახელს უკავშირდება საქართველოში სხივური მედიცინის დანერგვა და ეროვნული სკრინინგცენტრის ჩამოყალიბება. მისი აღზრდილი ექიმთა არაერთი თაობისათვის იგი მუდამ დარჩება პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და კეთილსინდისიერების სანიმუშო მაგალითად.

თანავუგრძნობ ოჯახს, მეგობრებსა და სამედიცინო საზოგადოებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.