წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1776074204
არავის სურს პროუკრაინული მთავრობა, ყველას სურს პროუნგრული მთავრობა, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.
მისი თქმით, „კარგი იქნებოდა ისეთი მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხის რეალურ პრობლემებს მოაგვარებს“.
ამასთან, როგორც სხვადასხვა მედიასაშუალება უნგრულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უნგრულ გაზეთთან ინტერვიუში მადიარმა რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ვითარებაში რუსეთთან დიალოგი შესაძლოა, გარდაუვალი იყოს.
„გარემოებები თუ მოითხოვს, რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. დივერსიფიკაცია უნდა გავზარდოთ, მაგრამ ეს ერთ ღამეში არ მოხდება“, – განაცხადა მადიარმა.
მადიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საჭიროების მიუხედავად, „ჩვენ მეგობრები არ გავხდებით“.