პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ჯარებს განალაგებენ

pentagoni

პენტაგონის წარმომადგენელმა „ბიბისისთან“ საუბრისას  დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო და დამხმარე ქვედანაყოფები გაიგზავნება.

82-ე დივიზია ჩრდილოეთ კაროლინაში დისლოცირებული ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამხედრო დანაყოფია, მისი რაზმები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 18 საათში შეიძლება აღმოჩნდეს.

ჯარისკაცები სამიზნე ტერიტორიაზე პარაშუტებით ან ვერტმფრენებით სადესანტო ოპერაციების განსახორციელებლად არიან მომზადებულები.