„ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები უძლურია...“ - გორში ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია
1774464434
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, 26 მარტს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ცხვარიჭამია, კევლიანი, ტეზამი, ლელუბანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სიმონიანთხევი, თოლენჯი, ბალებისხევი და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - მუხათწყაროში, ლისზე, თხინვალაში, მსხალდიდში და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.