პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მაგიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შესაბამისი განცხადება პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პიტერ მაგიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.

ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. მას 138 მანდატი ხვდება.