პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს - ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ჩინეთში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს, სიტყვით გამოსვლისას ევროპის ბაზრის ღიაობაზე და მის მზარდ სავაჭრო დეფიციტზე ჩინეთთან გაამახვილა ყურადღება. ასევე, ჩინეთისთვის მკაფიო გზავნილო გააჟღერა, რომ მათაც უნდა გახსნან საკუთარი ბაზარი.

მანვე აღნიშნა, რომ დეფიციტი წინა წელს 18%-ით გაიზარდა, რაც საზოგადოებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია.

„ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - გაიხსნას, რათა ევროპას არ მოუწიოს ჩაკეტვა; დაგვეხმაროს იმ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტის გამოსწორებაში, რომელიც მასთან გვაქვს, დეფიციტის, რომელიც არ არის დაბალანსებული, რომელიც მხოლოდ გასულ წელს კვლავ 18%-ით გაიზარდა და რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.