ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ
1775333452
პატრონისგან მიტოვებული ლეკვი პოლიციის ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სამხრეთ იორკშირის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ძაღლი, სახელად ბაზი, რომელიც პატრონმა მიატოვა, ინგლისის ქალაქ ბრედფორდში ქუჩაში იპოვეს. ის სამაშველო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც დანაშაულთან ბრძოლის პოტენციალი მალევე გამოავლინა.
1 წლის განმავლობაში ბაზი ოფიცრებს 26 დამნაშავის დაკავებაში, 71 დევნის ოპერაციასა და 38 დაკარგულის ძიების პროცესში დაეხმარა.
ბაზმა იორკშირის პოლიციის „წლის ცხოველის ჯილდოც" მიიღო.