ახალგაზრდა ექიმი ტრაგიკულად დაიღუპა
19:52
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამძიმარს უცხადებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
„ჩვენ სრულიად განადგურებულნი ვართ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა. დღესვე მოხდა მეორე მიწისძვრაც, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა.