1782244801
პანჩის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
პატარა მაკაკა პანჩის ისტორიამ სოციალური ქსელი მოიცვა. ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც დედისგან მიტოვებული პანჩი ფუმფულა სათამაშოს ეხუტებოდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პატარა პანჩის, სიცხესთან გასამკლავებლად, იაპონიის ზოოპარკში კონდიციონერს დაუყენებენ.
ქალაქ იჩიკავას მუნიციპალიტეტმა პანჩისა და მასთან მცხოვრები სხვა მაკაკების პირობების გასაუმჯობესებლად 2026 წლის ბიუჯეტიდან $432 ათასი (¥70 მილიონი) გამოყო.
მაიმუნების მთაზე, სადაც პანჩი ბინადრობს, სპეციალური, მზისგან დამცავი და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა.
იაპონური მაკაკები ცივ კლიმატს არიან შეჩვეულნი, რის გამოც ზაფხულის სიცხეები მათთვის აუტანელია.












