პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობის მზადყოფნა დაადასტურეს

პაკისტანი

 პაკისტანმა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ომის დასასრულებლად მოლაპარაკების მასპინძლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. განცხადება პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისჰაკ დარმა ისლამაბადში საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ირანმა და შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების ხელშეწყობაში პაკისტანს ნდობა გამოუცხადეს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ირანი და აშშ ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ.

„პაკისტანისთვის პატივი იქნება, უმასპინძლოს და ხელი შეუწყოს ორ მხარეს შორის მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში, მიმდინარე კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების მიზნით“, - განაცხადა დარმა.