ქართველი მილიარდერი მონაკოში, საკუთარ იახტაზე დააფიქსირეს
1792527306
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა მადლიერია აშშ-ის მიმართ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის მუშაობის აღდგენისთვის.
„მადლიერი ვართ, რომ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ახლა მუშაობს. ადრეული გაფრთხილება ჩვენი მოსახლეობისთვის, ბავშვებისთვის, უფროსებისთვის და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ, როდის გვიახლოვდება ბალისტიკური რაკეტები. ამიტომ მადლიერი ვართ ამერიკული მხარის. ახლა ეს სისტემა მუშაობს და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს არ აგებს, თუმცა ადამიანებს კარგავს.
„რაც შეეხება იმას, ვაგებთ თუ არა ომს. რა თქმა უნდა, ამ ომს არ ვაგებთ, თუმცა ადამიანებს ვკარგავთ. რუსეთის თავდასხმების გამო ვკარგავთ ადამიანებს და დროს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენს შვილებს ნამდვილი ცხოვრება და ბავშვობა არ აქვთ. სიმართლე რომ ვთქვა, ეს ყველას ეხება. სწორედ ამიტომ, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ. იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორები, ამერიკელები და ევროპელები დაგვეხმარებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.