შსს ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
1747907664
საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის არაერთ ოლქში. რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ხარკოვზე. ნოგორსკის რაიონში განადგურებულია რვა საცხოვრებელი კერძო სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ.
შეტევას თავდასხმებით პასუხობს უკრაინაც.
შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის ტულის, როსტოვის და მოსკოვის ოლქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ტერიტორიაზე გაშვებული 150 დრონიდან 100 ჩამოგდებულია.
BBC-ის მონაცემებით, ორლოვის ოლქში იწვის თავდაცვის უწყების ერთ-ერთი ქარხანა; მოსკოვის ოლქში კი ბოლო ერთი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეწყვიტა მუშაობა "დომოდედოვოს" და "ჟუკოვსკის" აეროპორტებმა.