„ზუსტად ნახევარ საათში შეუსრულა თხოვნა გოგონას...“ - წმინდა ნიკოლოზის სასწაული

ნიკოლოზობა

გიორგი დარასელიას თავის გადაცემაში "მართლმადიდებლური საუბრები" სტუმრად ჰყავდა დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი, რომელმაც წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული სასწაულის შესახებ მოჰყვა.

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: - შენს გადაცემას წმინდა ნიკოლოზის სასწაულზე ექსკლუზივს ვჩუქნი. ტაძარს უბრალო ადამიანები ალაგებენ. ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს რამდენიმე ქალბატონი ალაგებს...

ერთხელ ერთმა კიბე მიადგა, წმინდა ნიკოლოზის ხატი გადაწმინდა და ჩუმად შესთხოვა: წმინდა ნიკოლოზ, ცხოვრებაში სამსახური არასდროს მქონია (ფარმაცევტია) და რა იქნება გამომიჩნდესო. ჩამოვიდა კიბიდან, ეს უთხრა მეორე ქალს, ვინც ალაგებდა ტაძარს და შემდეგ ორივე ჩავიდა სატრაპეზოში. იქ მოვიდა მესამე ქალბატონი, ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი. დასხდნენ და ჩაის სვამდნენ. არ გინდა თანამშრომელი, რა კარგი გოგოა ჩვენთან და წაიყვანეო, უთხრა მეორე ქალმა. როგორ არა, ასეთ გოგოებს ვეძებთო, უპასუხა და სამსახური დააწყებინა მსურველს...

წმინდა ნიკოლოზმა ზუსტად ნახევარ საათში შეუსრულა თხოვნა გოგონას. განაგრძეთ კითხვა