მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამინდი იცვლება
1754659025
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი ინგლისელ თანატოლებთან ჩაატარა და მეტოქე 35:31 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 13:21 წააგეს. მეორე ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და მე-60 წუთისთვის 32:31 დაწინაურდნენ. რამდენიმე წუთში არბიტრმა ინგლისელების მორაგბე 10 წუთით გააძევა, ქართველმა მორაგბეებმა რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლეს, მატჩის ბოლო წუთზე ჯარიმა გაიტანეს და საბოლოოდ 35:31 მოიგეს.
აღნიშნულ ტურნეში საქართველო 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს ეთამაშება, 16 აგვისტოს კი – ირლანდიას.