ომანის ზღვაში ირანის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი გავანეიტრალეთ - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

ტანკერი

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ომანის ზღვაში ირანის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუხსნა და გაანეიტრალა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემი ირანის პორტისკენ მიემართებოდა და აშშ-ის ბლოკადას არღვევდა.

განმეორებითი გაფრთხილების შემდეგ გემი საჰაერო დარტყმით გაანეიტრალეს.

„გემი აღარ მიემართება ირანისკენ. ირანის პორტებში შესვლის ან გამოსვლის მცდელობის საწინააღმდეგო ბლოკადა ძალაში რჩება“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.