ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავში" კიდევ იმღერებს - რა მიმართვას ავრცელებს ქართველი მომღერალი

buzaladze

ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავს" გამოეთიშა. ქართველ მომღერალს  ტოპ 10-ში მოსახვედრად ხმები არ ეყო. გამოსვლის შემდეგ ნუცამ პირველი კომენტარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა. 

„..ამით არაფერი არ დასრულებულა.  შინაგანად თავს ვგრძნობ გამარჯვებულად. რა თქმა უნდა,  გულის წყვეტა არის იმ მხრივ, რომ 5 თვე  ამ ადამიანებთან ვცხოვრობდი. ყველას კარგად ვიცნობ- მთელს პროდაქშენს, ხალხს, მონაწილეებს. ალბათ, ყველაზე მეტად ეს მომენატრება. თუმცა, როდესაც გადადიხარ ტოპ 12 -ში,  შემდეგ  ფინალში გიწვევენ და გამღერებენ ცნობილ მომღერალთან ერთად - ეს მხოლოდ ტოპ 12-ს ეხება.  რადგან ტოპ 12-ს ასე ეძახიან „we are family" - ანუ ჩვენ ვხდებით ოჯახი",- ამბობს ნუცა ბუზალაძე.