ნორვეგიაში 6 წლის ბიჭმა ექსკურსიის დროს ვიკინგების ხმალი იპოვა

ხმალი

გრანის კომუნაში, სასკოლო ექსკურსიის დროს, 6 წლის ჰენრიკ რეფსნეს მერტვედტმა დაახლოებით 1300 წლის წინანდელი ხმალი აღმოაჩინა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭმა ხმალი სოფელ ბრანდუს მახლობლად, მინდორში, კლასთან ერთად მოგზაურობისას იპოვა. ჰენრიკის თქმით, მიწიდან ჟანგით დაფარული ხმლის ნაწილი იყო ამოშვერილი. თავიდან ვერ მიხვდა, რა იყო, ამიტომ მისი აღება და დათვალიერება გადაწყვიტა.

აღმოჩენის შემდეგ, ბიჭი, მისი კლასელები და მასწავლებლები ადგილობრივ არქეოლოგებს დაუკავშირდნენ.

აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცალლესული ხმალი. ასეთი პირი მხოლოდ ერთ მხარეს არის მახვილი და განკუთვნილია მჩეხავი და მჭრელი დარტყმებისთვის. სპეციალისტების ვარაუდით, ხმალი ვიკინგების ეპოქის დასაწყისს მიეკუთვნება.

ნაპოვნი ნივთი ოსლოში, კულტურის ისტორიის მუზეუმში გაგზავნეს.