1783194884
ნიუ იორკში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას სროლის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკის კონი-აილენდის რაიონში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით, სროლის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:37 საათზე მიიღეს. ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შვიდი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. სამართალდამცველები მომხდარის გარემოებებს იძიებენ.











