ნიდერლანდებში, ოთხზე მოსიარულე 15 წლის გოგონამ სასტიკად დახოცა მშობლები და ძაღლი, შემდეგ კი ცხედრებს ფოტოები გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა

ნიდერლანდები

ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში დაქორწინებული წყვილისა და მათი ძაღლის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოცემა „ნიუ-იორკ პოსტი“ იტყობინება, რომ მსხვერპლთა 15 წლის ქალიშვილი დანაშაულში ეჭვმიტანილია.

53 წლის მამაკაცისა და ქალის ცხედრები მათ სახლში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით იპოვეს. მათი ძაღლიც გარდაიცვალა. ინციდენტის შემდეგ, მოზარდმა სახლის ფოტოები გადაიღო და მეგობრებს მყისიერი შეტყობინებები გაუგზავნა. თვითმხილველების თქმით, ფოტოებზე ჩანდა მსხვერპლები, სისხლის კვალი და სავარაუდო მკვლელობის იარაღი.

ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა მომხმარებლებს მოუწოდეს, არ გაეზიარებინათ სურათები და არ შეეტყობინებინათ მათი გამოქვეყნების ნებისმიერი შემთხვევის შესახებ. გოგონას ადრეც ჰქონდა იდენტობის პრობლემები. მედიის ცნობით, ის ძაღლის ქცევას ბაძავდა, ოთხზე დადიოდა და ძაღლის  აქსესუარებს ატარებდა.

მსხვერპლთა ოჯახმა განაცხადა, რომ ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ მომხდარს და მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც მხარდაჭერა გამოუცხადა ტრაგედიასთან დაკავშირებით. გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ადგენენ ტრაგედიის ყველა გარემოებას, ასევე ყველა იმ მოტივს, რასაც შეიძლებოდა დანაშაულის ჩადენა გამოეწვია. გამოძიების დეტალები ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა.