შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1773167914
ნიდერლანდები ირანში თავისი საელჩოს პერსონალს დროებით აზერბაიჯანში გადაიყვანს. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომ ბერენდსენმა განაცხადა.
მისი თქმით, პერსონალის გადაყვანის მიზეზი ირანში არსებული ვითარების გამო შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებია.
„ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის მზარდი რისკების გამო გადაწყდა, რომ ირანში ნიდერლანდების საელჩოს საქმიანობა დროებით გადავიდეს ბაქოში, აზერბაიჯანში. ახლახან ვესაუბრე ელჩ ემილ დე ბონტს და მის გუნდს. მოხარული ვარ, რომ მათ უსაფრთხოდ შეძლეს აზერბაიჯანში ჩასვლა. ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავ რთულ დროს მათი უზარმაზარი ძალისხმევისთვის. ყურადღებით ვაკვირდებით ირანში მიმდინარე მოვლენებს. უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, როდის და რა ფორმით შეიძლება განახლდეს ჩვენი საელჩოს საქმიანობა თეირანში“, – განაცხადა ბერენდსენმა.